четверг, 23 октября 2008 г.

ტრეფიკინგი ეს არის თანამედროვე მონობა

ჰიპოთეზა
როგორ ვებრძოლოთ ტრეფიკინგს?

ადამიანთა ვაჭრობის თავიდან აცილების მექანიზმებია: ორგანიზაციული, სამართლებრივი, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების ერთობლიობა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებული ლექციების წაკითხვა. მოზარდებს უნდა განვუმარტოთ ამ დანაშაულის სიმძიმე და მისი შედეგები, ვასწავლოთ თუ ვის უნდა მიმართონ დახმარებისათვის.
სახემწიფო ორგანოები, რომლებიც ახოეციელებენ ადამიანის ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყოფენ ამ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენასა და აღკვეთისათვის პროფილაქტიკურ ღონისძიებების განხორციელებას, დანასაულში ეჭვმიტანილი პირების დადგენას, დაკავებას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობებით დადგენილი წესით სისხლსამართლებრივი დევნის განხორციელებას.

მტკიცებულება
ადამინებით ვაჭრობა- რთული მოვლენაა, რომელიც განპირობებულია სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ან სხვა ფაქტორებით. ტრეფიკინგის საფრთხისაგან დასაცავად განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლიათ ინსტიტუციურ დაწესებულებათა აღმზრდელებს. ეს იმიტომ, რომ სწორედ ეკონომიურ სიდუხჭურეში მყოფი, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული მათი აღსაზრდელები იმყოფებიან მონათფლობელთა მარწუხებში. მოხვედრის განსაკუთრებით დიდი საფრთხის ქვეშ, ანუ ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლთა რისკ-ჯგუფს შეადგენენ. აღმზრდელებს რეალურად შეიძლიათ თავიანთი აღსაზრდელებისათვის ტრეფიკინგის საფრთხის არიდება, თუკი საკამარისად იქნებიან ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ სად შეიძლება იყოს ,,თანამედროვე მონათმფლობელობის'' საფრთხე. ადმიანები, რომლებიც მიგრირებენ ერთი სახელმწიფოს შიგნით ან სახელმწიფოდან სახელმწიფოში, ხშირად არახელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებიან იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის რეალური სურათის შესახებ. ისინი იძულებულნი არიან, დახმარებისათვის მიმართონ მესამე პირს. ეს ,,მესამე პირები'' ხშირად ადამიანებით მოვაჭრენი არიან. საინფორმაციო-საგანმანათლებლო კომპანიის წარმოება საჭიროა იმისთვის, რომ ყველამ,დიდმა და პატარამ, გააცნობიეროს ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის საფრთხე.

უარყოფა
კვლევის შედეგად ჩვენი ჰიპოთეზის უარმყოფელი ფაქტი არ შეგვხვედრია და არც ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპოდენტებს არ უარყვიათ.

დასკვნა
ერთობლივად ჩვენ ისეთ სამყაროს ავაშენებთ, რომელშიც ყველა გოგონა და ყველა ბიჭი შეძლებს ბავშვობით-თამაშისა და სწავლის ხანით ტკბობას; რომელშიც ისინი ეყვარებათ, პატიბს სცემენ, მათ უფლებებს დაიცავენ, მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა პირველ ადგილზე იქნება და რომელშიც მათ შეეძლებათ მშვიდობიანად და ღირსეულად იცხოვრონ.

1 комментарий:

elen комментирует...

ძალიან საინტერესო თემაა,ასევე საინტერესოდ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა და თემატურად სწორად შერჩეული სლაიდები!!!
წარმატებებს გისურვებთ!

პატივისცემით ელენე ხაჩიძე